ჩემპიონობის შემთხვევაში „რეალი“ ზეიმს არ აპირებს
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალი“ „ოსასუნას“ ბარიერს გადალახავს და სამეფო თასის გამარჯვებული გახდება, გუნდი ზეიმს არ აპირებს...
გამომდინარე იქედან, რომ 9 მაისს ანჩელოტის კოლექტივს მანჩესტერ „სიტის“ წინააღმდეგ მძიმე ბრძოლა ელის, ზეიმის დრო არ არის.
იტალიელი სპეციალისტის აზრით, ფეხბურთელებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და სრული კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანონ.
დიდი ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში კი კოლექტივი კონცენტრაციას ვერ შეინარჩუნებს, რაც მოედანზე ცუდ შედეგებში აისახება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ გამარჯვების შემთხვევაში სამეფო კლუბის აღნიშვნა დიდ მასშტაბებს არ შეიძენს, შესაბამისად, არც „სიბელესი“ გადაივსება მადრიდისტებით.
- 4 მაი 2023
- 1 473
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.