„არსენალი“ ჩუამენის იჯარაზე მაინც იმუშავებს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „არსენალი“ დანებებას არ აპირებს...
„მეთოფეების“ აზრით, თუ გუნდში კროოსი და მოდრიჩი დარჩებიან და ასევე სამეფო კლუბის რიგებს ჯუდ ბელინგემიც შეუერთდება, „რეალი“ ორელიან ჩუამენის იჯარით გაშვებაზე სერიოზულად დაფიქრდება.
მიკელ არტეტას აზრით, ორელიანი პრემიერლიგაში ბევრად მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს. „არსენალი“ ფრანგის კანდიდატურით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როდესაც ის „მონაკოს“ ღირსებას იცავდა, თუმცა ფეხბურტელმა სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში არჩია.
ინგლისელთა ცნობით, „არსენალი“ დანებებას არ აპირებს და ჩუამენის იჯარისთვის ყველაფერს იღონებს. ლონდონელთა აზრით, ნახევარდაცვის ცენტრის „რეალის“ ფეხბურთელიტ გაძლიერება მათ რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის.
- 4 მაი 2023
- 726
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.