ადებაიორი 19 მილიონად?
ინგლისურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ემანუელ ადებაიორის შეძენით არის დაინტერესებული. არსებობს რამდენიმე გარემოება, რაც ხელს უწყობს ტოგოელი ფეხბურთელის "ბლანკოსში" გადასვლის საკითხს...
"ტანმაღალი ფორვარდი ამჯერად მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს, თუმცა მას ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს რობერტო მანჩინისთან. იტალიელმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს პირდაპირ განუცხადა, რომ ტოგოელი ფორვარდი მანჩესტერულ კლუბს აღარ სჭირდება. ამ განცხადების შემდეგ ადებაიორმა აღშფოთება ვერ დამალა და უკმაყოფილება გამოთქვა. The Sun-ის ინფორმაციით ემანუელის დღეები "ლურჯებში" დათვლილია, რადგან მას და რობერტოს ერთმანეთთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ."
"ასევე ზემოთ ხსენებული წყაროს ინფორმაციით სიტის ხელმძღვანელობამ ფორვარდი ტრანსფერზე დააყენა, ჟოზე მოურინიო კი "ცხრიანის" ძიებაშია და ტოგოელი ფორვარდი იდეალურ კანდიდატან ესახება. სახელდება თანხაც, რომელიც 19 მილიონ ევროს შეადგენს და რომელსაც პერესი გადაიხდის ფეხბურთელის სანაცვლოდ. ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ ესპანური და ინგლისური მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ადებაიორის ტრანსფერის დეტალებს განიხილავენ."
- 21 აგვისტო 2010
- 1 697
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.