ანჩელოტი:,,ლა ლიგა დაკარგულია"
კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა და კიდევ 1 მარცხი განიცადა. დანაკლისი დიდი იყო, თუმცა უკეთ თამაში შეგვეძლო.“
„ჩვენ 2 ტურნირზე ვაკეთებთ აქცენტს, ეს არის სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა. სამწუხაროდ, „ბარსელონასთან“ სხვაობა ძალიან დიდია.“
„თასის ფინალში სულ სხვა დონის გუნდს ვიხილავთ, რომელიც მაღალი კლასის ფეხბურთს ითამაშებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებს.“
„მოდრიჩი? არ ვიცი, იქნება თუ არა ის ფინალისთვის მზად. ხორვატის როლი ძალიან დიდია, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებთ.“
„შაბათს გუნდში სრული მობილიზება იქნება. მენდის გარდა ფაქტობრივად ყველა მზად უნდა იყოს. „რეალმა“ შაბათს უძლიერესი შემადგენლობით უნდა იასპარეზოს.“
„მსაჯის გადაწყვეტილება და კარვახალის წითელი ბარათი? ჩემი აზრით, დანი გაძევებას არ იმსახურებდა.“
„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ „ბარსელონამ“ ჩვენზე დიდი სტაბილურობა აჩვენა და დამსახურებული პირველადგილოსანია, თუმცა ჩვენ სხვა ტურნირებზე ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ.“
- 3 მაი 2023
- 2 978
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.