„სოსიედადისთვის“ მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს...
აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტიმ არ ავარჯიშა ედერ მილიტაო, ვინისიუს ჟუნიორი, ლუკა მოდრიჩი, ფედერიკო ვალვერდე და ფერლან მენდი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „მერენგები“ „სოსიედადის“ წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებენ.
დავიდ ალაბა სრულ დატვირთვას იღებს და დიდი ალბათობით განაცხადშიც მოხვდება.
მთავარმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, ფიზიკურ კონდიციებს და ბურთთან ერთად მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
შეგახსენებთ, „რეალი“ ბასკური კლუბის წინააღმდეგ ხვალ გაილაშქრებს.
- 1 მაი 2023
- 309
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.