საბოლოო პასუხის მოლოდინში
მადრიდის „რეალმა“ ჯუდ ბელინგემის წარმომადგენლობას საბოლოო შეთავაზება წარუდგინა, „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობამ კი სატრანსფერო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეიტყო.
გერმანული გამოცემების ცნობით, მადრიდელთა დელეგაცია დორტმუნდს ესტუმრა და ბელინგემთან დაკავშირებით დამაზუსტებელი შეხედულებები წარადგინა.
ახლა „მერენგები“ საბოლოო პასუხის მოლოდინში არიან და თვლიან, რომ მათ ყველაფერი იღონეს. თუ ჯუდი „ბლანკოსს“ ირჩევს, მან საკუთარი პოზიცია დროულად უნდა გახადოს ცნობილი.
ფლორენტინო პერესი მზად არის, ბელინგემთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი, რომელიც ინგლისელის ბერნაბეუზე დარჩენას 2029 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
- 1 მაი 2023
- 883
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.