როდრიგო:„ჩემი დრო მოვიდა“
როდრიგო გოეშმა „ალმერიას“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...
„დიახ, მართლაც ვფიქრობ, რომ ჩემი დრო მოვიდა. კარგ ფორმაში ვარ და წინსლვას განვაგრძობ, არაერთი ასპექტი დავხვეწე და ბევრს ვმუშაობ.“
„ბოლო მარცხის შემდეგ მოედანზე მოსაგებად გავედით. ჩვენ აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა და 4 გოლის გატანა შევძელით.“
„საგოლე გადაცემა? მგონი ცუდი არ იყო, არა?!“
„წინ დიდი გამოწვევებია, ჯერ თასის ფინალი, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. მენტალურად მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ და მჯერა წარმატების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა განვაგრძო.“
„კმაყოფილი ვარ მატჩების რაოდენობით, რომელსაც სამეფო კლუბის რიგებში ვატარებ.“
- 30 აპრილი 2023
- 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.