ანჩელოტი:„არ მომწონს, რომ ვინისიუსი ამას აკეთებს, ეს ძალიან ცუდია“
კარლო ანჩელოტიმ „ალმერიას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„საშინაო არენაზე ბევრად სოლიდური ფეხბურთი ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ კიდევ მოვუმატებთ.“
„ვინისიუსის მიმართ ხშირად ირღვევა თამაშის წესები. ის სამეფო თასის ფინალისთვის მზად იქნება, რადგან დარტყმა მძიმე არ ყოფილა.“
„ჩუამენი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურააა და დაცვის ხაზს დიდ დახმარებას უწევს. ფრანგს ვუთხარი, რომ წინ ბევრი არ ემოძრავა და ძირითადად საკუთარ არეალში მოქმედებებით დაკავებულიყო.“
„ბურთთან ერთად სოლიდურები ვიყავით, რაც მახარებს.“
„ბენზემა შესანიშნავ კონდიციაშია. ფრანგს ყველაფერი გამოუვიდა და ჰეთ-თრიკი მიითვალა.“
„ბოლო 2 თამაშში 6 გოლი გავუშვით, რაც დასაფიქრებელია, მაგრამ მოდით ნუ ავყვებით ემოციებს და წინ ვიყუროთ.“
„მოდრიჩის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ჯერ არ არის. მომდევნო კვირაში ბევრ რამეს შევაფასებთ.“
„„სოსიედადთან“ ბევრი ცვლილება არ გვექნება, თუმცა გარკვეულწილად გადახალისებულ შემადგენლობას იხილავთ, რადგან კამავინგა და ვინი დისკვალიფიცირებულები არიან, ალაბა კი და მოდრიჩი კი ტრავმირებულები.“
„ლა ლიგის ყველაზე აგრესიულ მოთამაშესაც კი არ აქვს 10 ყვითელი ბარათი. არ მომწონს, რომ ვინი დისკვალიფიკაციის გამო მეორე მატჩს გამოტოვებს, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავასწოროთ.“
- 30 აპრილი 2023
- 4 587
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.