ის „რეალიდან“ მიდის - ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტილება მიიღო!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო...
ფერლან მენდი სამეფო კლუბს დატოვებს, „რეალი“ მას არც ხელფასს გაუზრდის და არც ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. მოგეხსენებათ, მენდი უკვე 2 წელია პირობებით გაუმჯობესებას ითხოვს.
პერესი თვლის, რომ ფერლანის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს მიღებას შეძლებს. პრეზიდენტის აზრით, გუნდში ფრან გარსია დაბრუნდება და მენდის წასვლით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრას შეძლებს. „რეალს“ სჯერა ესპანელი განაპირა მცველის შესაძლებლობების, რომელიც წელს ბრწყინვალედ ასპარეზობს.
„ბლანკოსი“ მოისმენს ყველა წინადადებას, რომელიც მენდის მისამართით იქნება წამოსული.
- 29 აპრილი 2023
- 5 615
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.