ვაარტი: "შევეცდები "რეალში" დავრჩე"
რაფაელ ვან დერ ვაარტს "სამეფო გუნდის დატოვება" ძალიან გაუჭირდება.
"ჩემი მიზანია გუნდში დავრჩე. დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ნამდვილ "მადრიდისტას" შეეფერება. ასეთ სიტუაციაში უკვე გასულ სეზონშიც ვიყავი, მაგრამ შარშანდელთან შედარებით წელს უკეთეია. (მისი ცოლის ავადმყოფობას გულისხმობს). მე უკვე დავამტკიცე თუ რისი გაკეთება შემიძლია. მადრიდში ბევრი მეგობრები მყავს, აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მე აქ ბედნიერი ვარ. ასე რომ ყველაფერს გავაკეთებ რათა "რეალში" დავრჩე." განაცაცხადა რაფამ.
გუნდმა ხერხიო კანალესი და მესუთ ოზილი შეიძინა, გუნდში რაფას ადგილი აღარ არის. "მე ჯერ–ჯერობით შემოთავაზებები არ მქონია, თუ მექნება, მე ყველას უარს ვეტყვი და "ბლანკოსში" დარჩენას შევეცდები. თუ მე გუნდის დატოვება მომიწევს, მაშინ კარიერას მხოლოდ მანჩესტერ "იუნაიტედში" გავაგრძელებ.
ვაარტის აგენტი: "მადრიდში ჩემთვის არავის არ უთქვამს, რომ რაფამ გუნდი უნდა დატოვოს. გასულ წელს ის შორს იყო მადრიდში დარჩენასთან, მაგრამ ჰოლანდიელი გუნდში დარჩა. ¿მანჩესტერი? ამ თემაზე ვერ გესაუბრებით. მისით ბევრი ევროპული გრანდი ინტერესდება, არავის დაავიწყდეს, რომ ვაარტმა მუნდიალის ფინალში ითამაშა."
ინფორმაციის წყარო As.com
- 21 აგვისტო 2010
- 1 463
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.