ანჩელოტი:„მივდივარ, თუ არა „რეალიდან“? არა!“

კარლო ანჩელოტიმ „ალმერიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე შანსი იმისა, რომ მომდევნო დაპირისპირებებში საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ და ყველაფერი ვიღონოთ წარმატების მისაღწევად. ვისურვებდი ყველა მატჩის მოგებას, რაც ტიტულების აღმართვის ტოლფასი იქნება.“

„ვინისიუსის მიმართ გასვლით მატჩებში დიდი აგრესიაა, რაც უნდა შეიცვალოს. ბრაზილიელი ყველა გუნდს პრობლემას უქმნის, მაგრამ ეს აგრესიის საფუძველი ვერ უნდა გახდეს.“

„მოდრიჩს ტრავმა აქვს და ვიცით, რომ მომდევნო ტურებში ვერ გამოვიყენებთ, ხორვატის თამაში სამეფო თასის ფინალშიც საეჭვოა, თუმცა ვნახოთ, ჩვენ სიტუაციის შეცვლის იმედი გვაქვს.“ დაცვაში კარგად თამაშზე დიდ ყურადღებას ვამახვილებთ, წინა ტურში საშინელი შედეგი გვქონდა, რაც დამაფიქრებელი იყო.“

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ჩემს გუნდს წარმატების მიღწევა შეუძლია. დიახ, „ჟირონასთან“ ცუდი საღამო გვქონდა, ეს მართლაც აუხსნელია, თუმცა კოლექტივს გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია.“

„ზოგჯერ სტრატეგია კარგია, მაგრამ ფეხბურთელებს კონცენტრაცია არ აქვს, თუმცა ეს ყველაფერი მინიმალურ დონეზე უნდა იყოს დაყვანილი. ვფიქრობ, გუნდი მოუმატებს.“

„ჩემი კარიერის დასასრული? ვფიქრობ, „რეალში“ 2024 წლის ზაფხულამდე დავრჩები.“

„სამეფო თასის ფინალის შემდეგ სევილიაში დავრჩებით და დავიძინებ, ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ საკუთარ კონდიციებზე. ფინალსა და ნახევარფინალს შორის ცოტა დღეა, ამიტომ ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გვმართებს.“

„მოდრიჩის გამოცდილება ასეთი ტიპის მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს კამავინგა, ჩუამენი და სებალიოსი, სწორედ ამიტომ მათი იმედი მაქვს.“

„ვინისიუსს ვერაფერს აკლებენ და შემდეგ კანის ფერზე გამოთქვამენ ათასგვარ ფრაზას. ვფიქრობ, ეს სირცხვილია, თანაც თანამედროვე საზოგადოებაში.“

„„სიტისთან“ მოდრიჩის და მილიტაოს არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ლუკა დაბრუნებას შეძლებს.“

„ჰოლანდი? გვარდიოლას განკარგულებაში ნორვეგიელის გარდა დე ბრუინი და სხვა საინტერესო ფეხბურთელები არიან, სწორედ ამიტომ არ ვთვლი, რომ მხოლოდ ერლინგზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.“

  • Bernabeu
  • 28 აპრილი 2023
  • 2 818
  • 3

1

28 აპრილი 2023 18:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 267
კროოსი კამავინგა სებალიოსი დადგნენ უნდა და გაართმევენ კარგად თავს. 1 ბურთის სხვაობითაც რომ მოვიგოთ კარგი იქნება

2

28 აპრილი 2023 19:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 139
მდაააააა......ძალიან სერიოზული გამოცდა ელის რეალს.შანსები 60/40-ზეა სიტის სასარგებლოთ ჩემი აზრით.თუმცა,ვინ იცის???რეალმა დაამტკიცა,რომ ჩემპიონთა ლიგის მეფეა.

3

28 აპრილი 2023 20:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 706
ციტატა: kontaqti
კროოსი კამავინგა სებალიოსი დადგნენ უნდა და გაართმევენ კარგად თავს. 1 ბურთის სხვაობითაც რომ მოვიგოთ კარგი იქნება

ფრეც კარგი იქნება მთავარია არ წავაგოთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)