„ალმერიასთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ალმერიასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს...
კარლო ანჩელოტიმ პირველ რიგში სატრენაჟორო დარბაზში გასცა დავალებები და გუნდმა დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას, შემდეგ კი ფეხბურთელებმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლეს და ბურთთან ერთად ივარჯიშეს.
აღსანიშნავია, რომ კარიმ ბენზემა დაბრუნდა და სრულფასოვნად ივარჯიშა, ის ლა ლიგის მომდევნო ტურში ხელმისაწვდომი იქნება.
ვარჯიშზე მთავარმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, სტანდარტულებს, პრესინგს და კარში დარტყმების კომპონენტს.
- 27 აპრილი 2023
- 261
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.