9 ნომერი, რომელსაც "რეალი'' ეძებს, კასტილიიდან იქნება!
ჟოზე მოურინიომ გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ ერთი ფორვარდის შეძენა სთხოვა, მაგრამ ფლორენტინომ და ხორხემ მისი თხოვნა ვერ დააკმაყოფილეს, პერესმა ჟოზეს ურჩია ფორვარდი კასტილიაში ეძებოს.
ჟოზე მოურინიოს სურვილია გუნდში 3 ცენტრალური ფორვარდი იყოს. გუნდმა წელს ოზილი, ხედირა, კარვალიო, კანალესი და პედრო ლეონი შეიძინა. ამ ტრანსფერებში პერესმა 74 მილიონი ევრო დახარჯა. პორტუგალიელი კიდევ ერთ ტრანსფერს ითხოვს, მაგრამ ვალდანომ ზაფხულის ბაზარი დახურულად გამოაცხადა. ხორხე და ფლორენტინო მოუს ურჩევენ, ფორვარდი კასტილიაში ეძებოს.
ხელმძღვანელობამ ჟოზეს მორატას და ხუანლუს პირველ გუნდში გადმოყვანა ურჩია. ხუანლუ უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მორატა კი გუნდს იაპონიიდან დაბუნების შემდეგ შეუერთდება.
ინფორმაციის წყარო As.com
- 21 აგვისტო 2010
- 2 111
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.