კურტუა:„პერესი ნამდვილი ბოსია“
ტიბო კურტუამ „რეალში“ არსებულ სიტუაციასა და პრეზიდენტ პერესზე ისაუბრა...
„არაერთ მმართველთან მქონია ურთიერთობა, თუმცა ფლორენტინო პერესი განსაკუთრებულია, მას მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ძალიან კარგად იცის ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თითოეული მოთამაშის ოჯახს.“
„ვერ გეტყვით, რომ მე და ფლორენტინო Whatsapp-ის მეშვეობით ერთმანეთს შეტყობინებებს ვუგზავნით, თუმცა ურთიერთობა არის ძალიან თბილი და დიდ ნდობაზე დაფუძვნებული.“
„ვამაყობ, რომ „ატლეტიკოს“ და ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას ვიცავდი, მაგრამ „ბლანკოსი“ სულ სხვა განზომილებაა, ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი.“
„ბრაზილიელ ახალგაზრდებთან ერთად ბევრს ვიცინი და ვერთობი, თუმცა მოედნის გარეთ ჩვენი ინტერესი საკმაოდ განსხვავებულია.“
- 25 აპრილი 2023
- 790
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.