ტოტი:„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა გავიდეს“
ფრანჩესკო ტოტიმ „რეალის“ ბაზაზე ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„სანტიაგო ბერნაბეუ მაგიური სტადიონია, როდესაც აქ სტუმრის რანგში ჩამოვდიოდი, განსაკუთრებული აღფრთოვანებით ვთამაშობდი. აქ არის გარემო, რომელიც უნიკალურია.“
„ძალიან ამაღელვებელი იყო, როდესაც ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამოდგა და ტაში დამიკრა, ეს მართლაც საოცრება იყო.“
„იმედი მაქვს, „ბლანკოსი“ მანჩესტერ „სიტის“ დამარცხებას შეძლებს. ეს არის ნახევარფინალი, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია მოვნათლოთ ფინალად. პირდაპირ გეტყვით, რომ „რეალს“ ვგულშემატკივრობ.“
„„რომას“ შემდეგ ყველაზე მეტად „მერენგებს“ ვგულშემატკივრობ, ეს ყოველთვის ჩემი მეორე კლუბი იყო.“
„მოდრიჩთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაკავშირებს, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. ხორვატი არამხოლოდ საოცარი ფეხბურთელი, არამედ დაუჯერებლად კარგი ადამიანია.“
- 23 აპრილი 2023
- 870
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.