კურტუა:„„ბარსელონასთან“ ბრძოლა გრძელდება“
ტიბო კურტუამ „სელტასთან“ დაპირისპირება შეაფასა...
„გუნდი დაცვაში საკმაოდ კარგად ასპარეზობს, რაც ბოლო დროს დაფიქსირებულ შედეგებშიც აისახება.“
„დიახ, მცველებთან რამდენიმე პრეტენზია მქონდა, რადგან ვიგოელები გოლთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ფაქტი ისაა, რომ გუნდი გოლს არ უშვებს.“
„„ბარსელონასთან“ ბრძოლა? დიახ, ეს პაექრობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის მათემატიკური შანსი იარსებებს. „ბარსელონამ“ ძალიან კარგად იცის, რომ „ბლანკოსს“ დანებება არ სჩვევია. ვნახოთ, რა შედეგს დააფიქსირებს ჩავის გუნდი „ატლეტიკოსთან“ და რა რეალობას მივიღებთ ლა ლიგის ცხრილში.“
„სამეფო თასზე ჯერ არ ვფიქრობთ, მაგრამ ამის დრო მალე მოვა. იგივეს თქმა შემიძლია ჩემპიონთა ლიგაზეც. წინ ძალიან საპასუხისმგებლო კვირებია.“
- 23 აპრილი 2023
- 713
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.