კროოსმა „რეალთან“ გაახანგრძლივა?
ინსაიდერი ფაბრიციო რომანო მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
იტალიელის ცნობით, ტონი კროოსსმა სამეფო კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. გერმანელმა ნახევარმცველმა უკვე მოაწერა ხელი სათანადო დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის დედაქალაქში კიდევ 1 სეზონის განმავლობაში იასპარეზებს.
როგორც იცით, „რვიანს“ „ბლანკოსში“ ყოფნის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურებოდა. ის გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს.
- 20 აპრილი 2023
- 585
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.