მოდრიჩი:„რეალთან“ ერთად კიდევ ბევრი ტიტულის მოგება მსურს“
ლუკა მოდრიჩმა „ჩელსისთან“ დაპირისპირება შეაფასა...
„რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას ისედაც ველოდით. ვიცოდით, რომ ლამპარდის გუნდი გოლის გასატანად ყველაფერს გააკეთებდა.“
„მე ვფიქრობ, რომ „რეალი“ სრულფასოვან ფეხბურთს თამაშობდა და ½ ფინალში გასვლა სრულიად ლოგიკურია. სამეფო კლუბის რიგებში არაერთი ნახევარფინალი მითამაშია და ვიცი, რამხელა სირთულეს უკაშირდება აქამდე მოსვლა. ახლა ჩვენი ფიქრები ფინალისკენ არის მიმართული.“
„ახალი კონტრაქტი? ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, მაგრამ მერწმუნეთ, სანამ თამაში შემიძლია, აქ დარჩენა და ბევრი ტიტულის მოგება მსურს. როდესაც არ შემეძლება, კლუბის დატოვების გადაწყვეტილებას მივიღებ.“
„მიმდინარე სეზონში დიდი დატვირთვა მივიღე, მაგრამ როგორც ხედავთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. კარგ ფორმაშ ვარ და მუშაობას ვაგრძელებ.“
„„სიტი“? მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მიუნხენის „ბაიერნს“ და ვიცით, რომ ამ გუნდის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მეტოქეზე ხუთშაბათიდან შეგვეძლება საუბარი.“
- 19 აპრილი 2023
- 1 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.