ლუკა მოდრიჩსა და ფლორენტინო პერესს შორის შეხვედრა შედგა
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ლუკა მოდრიჩს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ხორვატი ფეხბურთელის თხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა...
„მარკას“ ინფორმაციით, ლეგენდარულ ფეხბურთელს კლუბის მმართველი სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებით დაპირისპირებამდე შეხვდა.
მოდრიჩმა პერესს პირდაპირ უთხრა, რომ სამეფო კლუბის რიგებში დარჩენაზე ოცნებობს და მზად არის, ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
თავის მხრივ, პერესმა მოდრიჩის თხოვნა გაითვალისწინა. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ნახევარმცველი ახალ ხელშეკრულებას მიიღებს.
- 18 აპრილი 2023
- 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.