ჩავი:„სანერვიულო არაფერია, „რეალს“ 11 ქულით ვუსწრებთ“
ჩავი ერნანდესი „ხეტაფესთან“ ვერმოგებული მატჩის შემდეგ უკმაყოფილო იყო და „რეალზეც“ ისაუბრა...
„სამწუხაროა, როდესაც ვერ იგებ, თანაც პირობებიც არ გიწყობს ხელს. მინდორი არ ვარგოდა, მზე გვანათებდა, საღამოს თამაშს ვართ მიჩვეულები და ასე შემდეგ, თუმცა ეს მაინც ვერ იქნება სრულფასოვანი გასამართლებელი მიზეზი.“
„ქულები დავკარგეთ, რაც სამწუხაროა, მაგრამ მადრიდის „რეალს“ 11 ქულით ვუსწრებთ და სანერვიულო არაფერი გვაქვს.“
„ახლა სჯობს ვკონცენტრირდეთ და ჩვენს თავზე ვიფიქროთ და არა „რეალზე“. 9 ტურის განმავლობაში ქულების მაქსიმუმის დაგროვება უნდა ვცადოთ.“
- 17 აპრილი 2023
- 758
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.