„ბარსელონამ“ შესაძლოა სუპერლიგის პროექტი დატოვოს!
სუპერლიგის პროექტის განხორციელების იმედი ალბათ აღარავის აქვს, მაგრამ დღემდე „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ პროექტის ერთგულები რჩებიან, თუმცა ჟოან ლაპორტამ შესაძლოა პოზიცია შეიცვალოს...
ფლორენტინო პერესთან დაპირისპირების გამო, ლაპორტამ შესაძლოა სუპერლიგის პროექტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთოს.
ბოლო კვირებში „მერენგებსა“ და კატალონიის „ბარსელონას“ შორის ურთიერთობა საშინლად დაიძაბა. მეტიც, ფლორენტინო პერესი „ნოუ კამპზე“ გამართულ ბოლო „ელ კლასიკოს“ საერთოდ არ დაესწრო.
დაპირისპირების დაწყება „ბლანკოსის“ გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც კატალონიელთა წინააღმდეგ სასამართლო დავაში ჩართვას უკავშირდებოდა.
- 17 აპრილი 2023
- 441
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.