„ბარსელონას“ პრეზიდენტის სკანდალური განცხადება მადრიდის „რეალზე“
როგორც ჩანს, მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ ჟოან ლაპორტას კლუბში დაბრუნების შემდეგ მასსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა დათბა, ახლა ვითარება შეცვლილია. ლაპორტამ „რეალზე“ სკანდალური განცხადება გააკეთა...
„„რეალს“ მსაჯების გადაცდომების გამო არაერთი ტიტული მოუგია. ეს წლების მანძილზე რეჟიმის გუნდი იყო და ისტორიას ქმნიდა.“
„არბიტრების შეცდომები ამ კოლექტივს დღემდე ეხმარება, რაც ძალიან სამწუხაროა.“
„სამსაჯო კომიტეტებში ყოველთვის ირიცხებოდნენ ნამდვილი მადრიდისტები, რომლებიც „ბლანკოსისთვის“ სასიკეთო საქმეებს აკეთებდნენ.“
- 17 აპრილი 2023
- 2 956
- 2