რიგში მარკო ასენსიოა
მადრიდის „რეალი“ კონტრაქტების განახლებებზე სერიოზულად მუშაობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ტონი კროოსი რჩება, იგივეს თქმა შეიძლება ლუკა მოდრიჩზეც, თუმცა ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა მარკო ასენსიოზე...
„ას“-ის, „მარკას“ და რამდენიმე მადრიდული გამოცემის ცნობით, „რეალმა“ ასენსიოს ხელშეკრულების გახანგრძლივება უკვე შესთავაზა.
დიახ, რიგში სწორედ ვილემსენია, მაგრამ არ ხდება ცნობილი ფინანსური დეტალები, რომელსაც ასენსიო განიხილავს. შემტევი ხელფასის 2.5 მილიონი ევროთი გაზრდას ითხოვს, თუმცა „ბლანკოსის“ პოზიცია ცნობილი არ არის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ ასენიოს კონტრაქტის 2027 წლის 30 ივნისამდე სთავაზობს, ესპანელმა კი პასუხი სეზონის ბოლომდე უნდა თქვას.
- 16 აპრილი 2023
- 736
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.