„რეალმა“ „კადისთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა

სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ფინალური ვარჯიში გამართეს. გუნდი „კადისთან“ დაპირისპირებისთვის მზად არის...

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, სესიაზე არ გამოცხადებულან ვინისიუს ჟუნიორი და ტონი კროოსი. ორივე მოთამაშეს დასვენების საშუალება მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში მათი გამოჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია.

აღდგენით პროცესს აგრძელებს ფერლან მენდიც, რომლის სარეაბილიტაციო პერიოდი კიდევ 2 კვირის მანძილზე უნდა გაგრძელდეს.

დღევანდელ ვარჯიშზე კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს და სტანდარტულებს.

მეკარეები გოლკიპერთან მწვრთნელად ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, „კადისისა“ და „ბლანკოსის“ დაპირისპირება ხვალ, 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

  • Hala
  • 14 აპრილი 2023
  • 267
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)