„რეალი“ დუშან ვლაჰოვიჩისთვის 6 წლიან კონტრაქტს ამზადებს
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ზაფხულის ერთ-ერთ პრიორიტეტად დუშან ვლაჰოვიჩს მიიჩნევს...
მიუხედავად იმისა, რომ იოვიჩის სახით „ბლანკოსს“ ცუდი მაგალითი ჰქონდა, ახლა ვითარება შეცვლილია. ვლაჰოვიჩი ამტკიცებს, რომ იოვიჩზე ბევრად შრომისმოყვარე და პროფესიონალი ფეხბურთელია.
სერბი ფორვარდი „ბებერი ქალბატონის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა და უმაღლესი კლასის ფეხბურთს აჩვენებს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ვლაჰოვიჩთან დაკავშირებით გარისკვა ღირს და „ბლანკოსმა“ ის ბენზემას შემცვლელად უნდა განიხილოს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, პერესი დუშანისთვის 6 წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს და ეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მოხდება.
- 14 აპრილი 2023
- 719
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.