„რეალი“ ალფონსო დეივისზე სერიოზულად მუშაობას გეგმავს
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს...
ფერლან მენდის აბარგება ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რაც ფლორენტინო პერესს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ უბიძებს.
„ბლანკოსის“ პრეზიდენტს არაერთი ექსპერტი ურჩევს, რომ „ბაიერნიდან“ ალფონსო დეივი წამოიყვანოს. ახალგაზრდა განაპირა მცველი უდიდეს სისწრაფეს და ტექნიკურ არსენალს ფლობს, რაც „რეალის“ რიგებში თავისთავად მნიშვნელოვანი იქნება.
დეივისის ფასი 70 მილიონ ევროზე მეტია, თუმცა მადრიდში მიიჩნევენ, რომ მასში დიდი თანხის გადახდა გამართლებული ნაბიჯი იქნება.
- 13 აპრილი 2023
- 1 179
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.