სადიო მანეს „ბაიერნიდან“ აგდებენ? - „რეალი“ სკანდალს სერიოზულად მიუდგა!
ესპანური და გერმანული გამოცემების ცნობით, დიდი შანსია სადიო მანემ მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვოს...
არსებული ინფორმაციით, სენეგალელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან „სიტისთან“ დაპირისპირების შემდეგ, გასახდელში იჩხუბა.
მანეს მხრიდან ყველაზე დიდი აგრესია ლეროი სანეს მიმართ არსებობდა, რომელმაც „ლივერპულის“ ექს ლიდერს შესაბამისი პასუხიც გასცა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტომას ტუხელის გუნდის დაშოშმინებისთვის დაცვის სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მიუნხენში ჩასვლის შემდეგ სანემ გუნდთან ერთად ავტობუსით იმგზავრა, მანე კი სახლისკენ კერძო ავტომობილით გაეშურა.
უკვე ცნობილია, რომ მანე ამ ეტაპზე გუნდიდან მოკვეთილია და დიდი შანსი იმისა, რომ ბუნდესლიგას დაემშვიდობოს.
ამის პარარელურად, მადრიდის „რეალი“ არსებულ სკანდალს აქტიურად აკვირდება და ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობას აპირებს. მადრიდში მიაჩნიათ, რომ სადიოს უნივერსალურობა შეტევით ხაზს ბევრად ძლიერს გახდის.
- 13 აპრილი 2023
- 6 350
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.