ბერნაბეუს პუბლიკამ ვალვერდე გაამხნევა
„ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ფედერიკო ვალვერდეს არაერთი პრობლემა შეექმნა...
ურუგვაელი ფეხბურთელი საშინაო არენაზე გუშინ გამოჩნდა და გულშემატკივრებისგან არნახული სითბო მიიღო.
პირველ ეტაპზე გახურების დროს ბერნაბეუს პუბლიკა ვალვერდეს სახელს სკანდირებდა და მას ოვაციებით ავსებდა.
მაშინ, როდესაც ფეხბურთელების სახელების და გვარების გამოცხადების დრო დადგა, გულშემატკივრებმა ფედეს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი, მატჩის დასასრულს კი კვლავ მის სახელს სკანდირებდნენ.
შეხვედრის შემდეგ ურუგვაელი ფეხბურთელი მოედნის ყველა მხარეს მივიდა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
- 13 აპრილი 2023
- 754
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.