მზადება ჰერკულესისთვის
როგორც იცით ხვალ მადრიდის "რეალი" გამართავს ბოლო ამხანაგურ მატჩს ამ ზაზფხულს. თეთრების მეტოქე პირველ დივიზიონში ახლად ამოსული "ჰერკულესი" იქნება. მადრიდელები კი ამ შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ.

ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს: კასილასმა, ადანმა, დუდეკმა, დრენტემ, ლასმა, ხოსელუმ, ხედირამ, პედრო ლეონმა, დი მარიამ, ვან დერ ვაარტმა, გრანერომ, იგუაინმა, კრიშტიანო რონალდომ, კანალესმა, ოზილმა, არბელოამ, ხაბი ალონსომ, კარვალიომ, რამოსმა, გაგომ და მარსელომ.

ამ ფეხბურთელებისგან შეიქმნა ორი გუნდი და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ითამაშეს. თამაშის დროს მადრიდელთა კაპიტანი, იკერ კასილასი ცალკე ვარჯიშობდა მეკარეების მწვრთნელთან სილვინიო ლოუროსთან.

კარიმ ბენზემა ისევ გრძნობდა ტკივილებს მუხლის არეში და მას ვარჯიშის შეწყვეტა მოუწია. კაკა, პეპე, დიარა და ალბიოლი ისევ ვერ ახერხებენ გუნდთან ერთად ვარჯიშს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარჯიშს სპორტული დირექტორი, მიგელ პარდესა დაესწრო.

- 20 აგვისტო 2010
- 1 489
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.