ვინისიუსი:„„ჩელსიმ“ დაცვით ფეხბურთს მიმართა“
ვინისიუს ჟუნიორმა „ჩელსისთან“ დაპირისპირებაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ...
„მაქსიმალურად უნდე ვეცადო, რომ გავაკეთო ის, რასაც მთავარი მწრთნელი და თანაგუნდელები მირჩევენ. პროვოკაციები ყველგან და ყოველთვის მოსალოდნელია. ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში, „ფლამენგოში“ სცადეს ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა, ეს უკვე ბუნებრივ მოვლენად ითვლება. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ.“
„ლონდონის „ჩელსიმ“ მეტისმეტად დაცვითი ფეხბურთი ითამაშა. სასტარტო შემადგენლობა 3 ცენტრალური მცველი იყო, რომელსაც ასევე ფლანგის მცველები ეხმარებოდნენ. ვთვლი, რომ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ.“
„ლამპარდის ოვაციები? მატჩის შემდეგ ინგლისელს ვუთხარი, რომ მისი მადლიერი ვარ.“
„მიმდინარე და გასულ სეზონში დიდი პროგრესი ვაჩვენე და საკუთარი შედეგებით კმაყოფილი ვარ. 18 წლის ვიყავი, როდესაც აქ მოვედი და ბევრი რამ მქონდა სასწავლი. ახლა 22 წლის ვარ და „მერენგების“ რიგებში 200-ზე მეტი ჩატარებულ დაპირისპირებას მოვითვლი. ბევრს ვშრომობდი და იგივეს ვაპირებ ახლაც. ჩემი აზრით, საუკეთესო ვინისიუსს მომავალში იხილავთ, წინსვლის პერსპექტივა კიდევ მაქვს.“
„რთული მეტოქე? ვფიქრობ, არაუხომ არაერთხელ შემაჩერა, ის დიდებული მცველია და სწორედ ამიტომ იცავს „ბარსელონას“ ღირსებას.“ (იცინის).
„კარლო ანჩელოტი მსოფლიოში საუკეთესოა, მასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სად მსურს კარლოსთან მუშაობა? ვფიქრობ, „ბლანკოსიდან“ წასვლის შემდეგ ბრაზილია იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ეს მე მეტისმეტად გამაბედნიერებდა.“
- 13 აპრილი 2023
- 3 396
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.