გვარდიოლა:„არ მინდა, რომ „რეალი“ ლიგის 1/2 ფინალში გავიდეს"
ხოსეპ გვარდიოლამ „ბაიერნის“ განადგურების შემდეგ პრესკონფერენციაზე 1/2 ფინალზე ისაუბრა...
„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადია ორრაუნდიანია, შესაბამისად, „ბაიერნთან“ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.“
„ჩვენ გვაქვს უდიდესი უპირატესობა, მაგრამ „ალიანც არენაზე“ დიდი ბრძოლა გველის. გერმანელებს დანებება არ სჩვევიათ, სწორედ ამიტომ ყურადღებაა საჭირო.“
„1/2 ფინალი? თუ ნახევარფინალში გავალთ, მეტოქემ „ჩელსის“ ვისურვებდი. არ მინდა, რომ „რეალმა“ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვოს, რატომ? იმიტომ, რომ ამ გუნდის დამარცხება ყველაზე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.“
- 12 აპრილი 2023
- 13 792
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.