ალაბა:„„რეალის“ მიზანი ისევ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“

დავიდ ალაბამ „ჩელსისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...

„ჩვენ ძალიან თავდაჯერებულები და კონცენტრირებულები ვართ. ჩემპიონთა ლიგის მატჩებში წარმატების მიღწევას არაერთი წვრილმანი და დეტალი განაპირობებს, რომლის მიხედვითაც, გარკვეული გეგმის ჩამოყალიბება შეიძლება.“

„დარწმუნებული ვარ, 100%-ით შემიძლია დავიხარჯო და გუნდის დახმარება შევძლო. ჩემთვის ტრავმები რთულად გადასატანი იყო, თუმცა ახლა სრულფასოვნად ვარ მომზადებული და მჯერა საკუთარი შესაძლებლობების. გადამწყვეტ ეტაპზე კოლექტივთან ერთად უნდა ვიყო.“

„ჩვენ გვაქვს დიდი თავდაჯერებულობა და ვიცით, როგორ ვებრძოლოთ ზეწოლას, ამას შეჩვეულებიც ვართ. როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ისტორიისა და ტრადიციის მქონე გუნდის სადარაჯოზე დგახარ, მსგავსი ფაქტი ბუნებრივი მოვლენაა.“

„შარშან პირველი თამაში ლონდონში ჩავატარეთ, ახლა კი მადრიდში ვასპარეზობთ. ვიცით, რომ ეს არის 180 წუთიანი ბრძოლა, შესაბამისად, გაცილებით მეტი დროა ყურადღების გამოსაჩენად. ყველაფერი იწყება პირველი წუთიდან და გვჯერა, რომ ბრძოლა შედეგებს გამოიღებს.“

„„ჩელსი“ ბერნაბეუს ფაქტორს არ შეუშინდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საკუთარ არენაზე აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წარმატებას. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს და ამისთვის ვემზადებით.“

„ბენზემას და ვინისიუს ჟუნიორის დონის ფეხბურთელების შეტევაში ყოლა დიდი ფუფუნებაა. კარიმი გასახდელშიც ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ახალგაზრდა თაობასთან მუდმივად ცდილობს გამოცდილების გაზიარებას. როგორც ვინის, ასევე ბენზემას ყოველდღე ვუყურებ და ვიცი, რამხელა პოტენციალს ფლობენ ისინი.“

„დიახ, ვიცით, რომ „ჩელსის“ უდიდესი რესურსი აქვს, მაგრამ მეტოქის შეფასებისგან თავს შევიკავებ. მე შემიძლია ვისაუბრო „ბლანკოსზე“ და მიზნებზე, რომელიც ჩვენს ბანაკში არსებობს.“

„მთავარი მწვრთნელის ცვლილება? არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ლამპარდის დაბრუნება „არისტოკრატებზე“ დადებითად. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“

„საიდუმლო არავისთვის არის, რომ დაცვაში რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში, თუმცა არაერთხელ მითქვამს და ახლააც ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემთვის ცენტრალურ მცველად ასპარეზობა საუკეთესო ვარიანტია. ბოლო 4-5 წელია ამ პოზიციაზე ვთამაშობ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ზოგადად ყველგან ვითამაშებ, სადაც გუნდს დასჭირდება, ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.“

„ანჩელოტი გენიალური მწვრთნელია, მას არ აინტერესებს ის ტიტულები, რომელიც უკვე მოიგო. იტალიელი ყოველთვის წინ იყურება და ყველა ჯილდოს მოგებისთვის იბრძვის.“

„ვალვერდეს მთელი გუნდისგან მხარდაჭერა აქვს. ფედეს პრობლემებს ყველა იზიარებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ურუგვაელი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.“

„რასაც გეტყვით, აქამდე არავინ იცოდა, მაგრამ სკამი, რომლის ფოტომაც მთელი მსოფლიო მოიარა სახლში მაქვს. ეს ყველაფერი დიდ ბედნიერებასთან ასოცირდებოდა.“

„ლა ლიგაში ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ვეცდებით, რომ ტურნირი ღირსეულად დავასრულოთ. მადრიდის „რეალს“ გაცილებით მეტი შეუძლია.“

„„ბაიერნისა“ და „სიტის“ დაპირისპირებაში ჩემი ფავორიტი „რეკორდმაისტერი“ იქნება, რადგან ამ გუნდში წლები გამოვდიოდი და უამრავი ტიტული მოვიგე.“

  • Hala
  • 11 აპრილი 2023
  • 3 040
  • 1

1

11 აპრილი 2023 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
ეს ტრავმის მერე ვერაა ხოდზე, არადა უდიდესი გამოცდილების მცველია, რუდიგერს მირჩევნია, ცენტრს არაუშავს ფლანგებზე გვაქ პიზდეცი დაცვააში, ტრავმიანები იქეთ აქეთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)