ტრანსფერი გარდაუვალია - ჰოლანდი „რეალში“ ითამაშებს, თანხა მზად არის!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ერლინგ ჰოლანდს აუცილებლად დაიმატებს...
ეს ტრანსფერი გარდაუვალია და თანხაც მზად არის. ფლორენტინო პერესი 2024 წლის ზაფხულში ნორვეგიელსა და „სიტის“ შორის არსებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს აამოქმედებს და მოთამაშის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ ევროს გაიღებს.
მადრიდში თვლიან, რომ ბენზემაზე მომდევნო სეზონის გათვლა სავსებით შესაძლებელია, ხოლო ამის შემდეგ ძირეული ცვლილებებია საჭირო, კარიმის იდეალური შემცვლელი კი ერლინგი იქნება, რომელიც პრემიერლიგაში კაშკაშებს.
მადრიდული გამოცემების ცნობით კი, „ბლანკოსში“ დიდი პროექტი იწყება, რომელიც ახალი სტადიონის გახსნასთან ერთად განხორციელდება.
- 10 აპრილი 2023
- 6 033
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.