ფედე ვალვერდემ ბაენას სახეში მუშტი ჩაარტყა !
ფედერიკო ვალვერდემ „რეალისა“ და „ვილიარეალის“ დაპირისპირების შემდეგ მოწინააღმდეგე ბაენას, ავტობუსის პარკინგზე სახეში მუშტი ჩაარტყა...
დაპირისპირება სათავეს რამდენიმე თვეა იღებს, როდესაც ურუგვაელს ოჯახში პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, ფედეს ორსულ მეუღლეს შვილის გაჩენასთან დაკავშირებით ცრუ სიმპტომები აწუხებდა, რაც ოჯახმა ძალიან განიცადა.
სწორედ მაშინ ბაენამ ფედეს მოედანზე უთხრა, რომ მისი შვილი არ დაიბადებოდა. ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ბაენამ იგივე გუშინ საღამოსაც გაიმეორა, რაც ვალვერდესთვის უკვე საკმარისი იყო. ურუგვაელი ფეხბურთელი „ვილიარეალელს“ ავტობუსის პარკინგზე დაელოდა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
საქმეში უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და სიტუაცია გაანაიეტრალა.
- 9 აპრილი 2023
- 1 340
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.