ვინისიუსი:,,გავისთან პრობლემა არ მაქვს, პატივისცემას ყველგან მოვითხოვ"
ვინისიუს ჟუნიორმა განვლილი „ელ კლასიკო“ შეაფასა...
„ეს მართლაც წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება იყო. „ელ კლასიკო“ ამხელა ანგარიშით არასდროს მომიგია.“
„გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ ფავორიტებად არ ვითვლებოდით, თუმცა გვწამდა ჩვენი ძალის და შემართებით.“
„სამეფო თასის ფინალში გასვლა დიდი მოტივაციაა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“
„გავისთან დაპირისპირება? მან ძალიან კარგად იცის, რომ მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როდესაც არაერთი მხრიდან გიტევენ და ამასთან ერთად ბევრჯერ უხეშობასაც გრძნობ, ემოციების მართვა დიდი პრობლემა ხდება.“
- 6 აპრილი 2023
- 4 099
- 3