ანჩელოტი:„„რეალმა“ „ბარსელონა“ ყველა ასპექტში დაჯაბნა“
კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს იყო ძალიან სრულფასოვანი თამაში, სადაც „რეალმა“ გამარჯვება დაიმსახურა. პირველი გოლის გატანა მარტივი არ იყო, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და კიდევ უფრო უკეთესები გავხდით.“
„კამავინგამ ტოპ თამაში ჩაატარა, მან რაფინიას არაფრის საშუალება არ მისცა და „ბარსელონას“ შეტევებს ხშირად ანეიტრალებდა, ის ბრწყინვალეა, როგორც ნახევარმცველის, ასევე მარცხენა მცველის პოზიციაზე.“
„კროოსისა და მოდრიჩის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცადე, ენერგია და გამოცდილება ერთმანეთში ამერია და საუკეთესო შედეგი მიმეღო. ძალიან ბედნიერი ვარ.“
„„ოსასუნასთან“ ფინალი ძალიან საინტერესო და სანახაობრივი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. დიახ, ადრე ვიხუმრე, რომ ამ გუნდს შევხვდებოდით, მაგრამ ახლა ეს უკვე მოცემულობაა.“
„სანაკრებო შესვენების დროს, კარიმ ბენზემამ ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიშები ჩაატარა და დღეს მოწოდების სიმაღლეზე დგას, მისი როლი ძალიან დიდია.“
„დიახ, საქმე მართლაც საზეიმოდ გვქონდა, მაგრამ აღნიშვნა გასახდელში მოხდა და არა სტადიონზე.“
„ვინისიუსის მიმართ დიდი აგრესია იყო. ასეთ დაძაბულ დაპირისპირებებში მსგავსი ფაქტები ხდება ხოლმე. ბრაზილიელი მოედნიდან გავარიდე, რადგან მასზე უდიდესი ზეწოლა მოდიოდა.“
„საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ბენზემამ ოქროს ბურთი კიდევ მოიგოს, ის საოცარი ფეხბურთელია“
„ჩავის ემოციები ბუნებრივია, ის ახალგაზრდა სპეციალისტია და კიდევ ბევრი რამა ქვს წინ. დაპირისპირების შემდეგ მასთან კომუნიკაცია მქონდა და ვუთხარი, რომ შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს.“
„თუ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გამათავისუფლებენ, ეს დაპირისპირება ჩემი კარიერის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მე ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვარ.“
- 6 აპრილი 2023
- 5 875
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.