ლუის ენრიკე „ჩელსიში“, ნაგელსმანი „რეალში“, ზიდანი „პსჟ“-ში?
ფრანგული და ესპანური გამოცემების ცნობით, ლუის ენრიკე ლონდონში იმყოფება, სადაც ადგილობრივ „ჩელსისთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის...
„არისტოკრატებმა“ ლუის ენრიკეს კანდიდატურა მას შემდეგ განიხილეს, რაც ზინედინ ზიდანმა ლონდონურ მხარეს საბოლოო უარი უთხრა.
მეტიც, „პსჟ“ ზინედინს საოცნებო კონტრაქტს სთავაზობს, სადაც მისი წლიური ხელფასი 21 მილიონი ევრო იქნება.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იულიან ნაგელსმანს აქცენტი „რეალზე“ აქვს გაკეთებული, რასაც თავის მხრივ „ჩელსიც“ მიხვდა.
გერმანელ სპეციალისტს სურს, რომ ჯერ „ბლანკოსს“ დაელოდოს და მერე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
- 5 აპრილი 2023
- 1 258
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.