პირველად 2012 წლის შემდეგ!
2012 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მადრიდის „რეალმა“ კი დღეს ნამდვილად საოცარი შედეგი დააფიქსირა...
ანჩელოტის გუნდმა კარში 17-ჯერ გაუშვა ბურთი, ამას ემატება როდრიგო გოეშის მიერ დარტყმული ბურთი, რომელიც ძელს მოხვდა და სტატისტიკაში არ ითვლება.
სამეფო კლუბს კარის ჩარჩოში 17 და მეტი დარტყმა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, მსგავსი შედეგი გუნდმა ჟოზე მოურინიოს მმართველობის ეპოქაში დააფიქსირა, როდესაც მეტოქე „ბილბაო“ იყო და გუნდმა 5-1 იმარჯვა. აღნიშნული დაპირისპირება ნოემბრის თვით თარიღდება.
„ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებაში „რეალს“ გამოსდიოდა ყველაფერი და შეტევაში ძალიან მრავამხრივი იყო. თავის მხრივ, ანჩელოტიმ პირველად გარისკა შეტევაში ბენზემას, ვინისიუსის, როდრიგოს და ასენსიოს გამწესება. არ არის გამორიცხული, იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ ხერხს სეზონის დასკვნით ნაწილში არაერთხელ მიმართოს.
- 2 აპრილი 2023
- 595
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.