ანჩელოტი:„4 შემტევით თამაშმა მრავალფეროვნება მოგვცა“

კარლო ანჩელოტიმ „ვალიადოლიდთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ეს იყო სრულყოფილი მატჩი, სადაც „რეალის“ ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და შედეგიც სახეზეა. „ელ კლასიკოს“ წინ 6-0 გამარჯვება ძალიან სასიამოვნო და იმედისმომცემია. ხვალიდან „ბარსელონაზე“ ფიქრს დავიწყებთ, ჩვენი მიზანი „ნოუ კამპზე“ გამარჯვება იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს შეტევა ძალიან ძლიერი იყო და ყველაფერი გამოსდიოდა. ბედნიერი ვარ და ვთვლი, რომ იღბალი, რომელიც ხანდახან გვაკლდება დღეს უხვად გვქონდა.“

„კარიმმა 7 წუთში 3 გოლის გატანა შეძლო და ამით ყველაფერია ნათქვამი. ზოგადად შეტევაში ოთხეული ძალიან სწრაფი და მობილური იყო, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. როდრიგო და ასენსიო ხშირად პოზიციებს ცვლიდნენ, რათა ნახევრდაცვის ხაზი არ მოშიშვლებულიყო. თავს კარგად ვიცავდით, შეტევაში კი დიდი აგრესია გვქონდა.“

„რუდიგერს დისკომფორტი ჰქონდა, სწორედ ამიტომ „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. დიდი იმედი მაქვს, გერმანელი უკანახაზელი „ელ კლასიკოსთვის“ მზად იქნება, ის ძალიან დიდი ძალაა.“

„ალბათ თქვენც დაიღალეთ ჩემთან ერთად ამ ფრაზების მოსმენით, რომელიც ჩემს წასვლას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მშვიდად ვარ და მომდევნო 2-3 თვეზე ვფიქრობ, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია. მე მსურს „რეალის“ სადარაჯოზე დიდ ხანს ყოფნა, დანარჩენს კი მომავალში ვიხილავთ.“

„როდრიგოს დისკომფორტი საგანგაშო არ უნდა იყოს. დიდი ალბათობით, ის „ნოუ კამპზე“ გასვლას შეძლებს. აქ აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ შესაძლოა 120 წუთი თამაში მოგვიწიოს, სწორედ ამიტომ რესურსის სწორი გადანაწილებაა საჭირო. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ოპტიმალური თერთმეტეულის შერჩევას.“

„მომავალს ჯერ ვერ ვხედავ, ვერც ბრაზილიის ნაკრებს ვხედავ. ჩემი მიზანი „ბლანკოსთან“ არსებული კონტრაქტის ბოლომდე მიყვანაა. კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში მეწურება, თუ მანამდე გადაწყდება ჩემი წასვლა, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ხოლო თუ ჩემი დარჩენის საჭიროება დგას. მზად ვარ, არამხოლოდ 2024, არამედ 2034 წლამდეც ვიმუშავო მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.“

„აზარმა ამ კვირაში კარგად ივარჯიშა და სათამაშო დროც მიიღო. ვფიქრობ, ბელგიელს მომატება შეუძლია. დღეს მან საგოლე გადაცემა მიითვალა. სტვენა ედენის მიმართ? დიახ, ეს გავიგე და სასიამოვნო ნამდვილად არ იყო.“

„მატჩის შემდეგ ედენს ვუთხარი, რომ თუ ისევ ამ ტემპში ივარჯიშებს, კიდევ ბევრჯერ ვათამაშებ“

„„ვალიადოლიდის“ ფეხბურთელები 5 მცველიან ტაქტიკას მიმართავდნენ და სწორედ ამიტომ, მათი რგოლის გარღვევა იოლი არ იყო. ჩვენ 4 შემტევით მაქსიმალურად ვეცადეთ მრავალფეროვნების შექმნას და ჩანაფიქრმა გაამართლა. ასენსიომ და როდრიგომ არაერთ პოზიციაზე ითამაშეს ეფექტურად.“

  • Hala
  • 2 აპრილი 2023
  • 5 241
  • 7

1

2 აპრილი 2023 23:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
ჩელსიმ პოტერი გაუშვა. ვინც არ უნდა დანიშნონ ეხლა, იმან თუ მოასწრო გუნდუს დალაგება და მერე ამ გუნდით ჩვენ გაგვაგდო საღოლ ძმაო მაგას ვინც იქნება

2

2 აპრილი 2023 23:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 706
ბრაჰიმ დიასი რეალს იჯარით ყავს გაშვებული თუ როგორაა?

ციტატა: murtoreali777
ჩელსიმ პოტერი გაუშვა. ვინც არ უნდა დანიშნონ ეხლა, იმან თუ მოასწრო გუნდუს დალაგება და მერე ამ გუნდით ჩვენ გაგვაგდო საღოლ ძმაო მაგას ვინც იქნება

ნაგელსმანი იქნება ჩემი აზრით ახალი

3

3 აპრილი 2023 00:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
ნაპოლი ფინალში გაიყვანა ხალხმა უკვე და რას უშვება აგერ მილანი კი ვხედავთ. არ თქვათ ეხლა 17 ქულით წინაა და რად უნდოდაო, ზუსტად მაგიტომ არ უნდა ასაზიზღრებდეს მილანი ესე, მითუმეტესს ლიგაზეც მაგათ ხვდებაა და მანდრაჟი აუტყდებათ უკვე.

4

3 აპრილი 2023 01:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 246
ციტატა: murtoreali777
ნაპოლი ფინალში გაიყვანა ხალხმა უკვე და რას უშვება აგერ მილანი კი ვხედავთ. არ თქვათ ეხლა 17 ქულით წინაა და რად უნდოდაო, ზუსტად მაგიტომ არ უნდა ასაზიზღრებდეს მილანი ესე, მითუმეტესს ლიგაზეც მაგათ ხვდებაა და მანდრაჟი აუტყდებათ უკვე.

Zamiko marto osimeni ara gundshi da tandemi kvara da osimenis ki davinaxet rac iko da rac aris da akla sisxli mainc sirtavas ro shemokvsna kide chakve sheizleba ragac kopiliko arascori ganlageba daakena dishla xizamac da saniolim ai barsa a ivigot ro kavda mesis xavi da ini tenida golebs exlsc tenis mara xavi ini da mesi ki vicit rac iko da kopils shibzu kutu ro izaxoda dimariaze van gaali ai dimarias nairi vingeri mchirdebao ukides ra ra bolomde ikenebda? Shevexot snches amocura anchem ki am gadaberebukit mougo liga laliga da super tasi da 3 klasikos ro ageb iqneb is rac iko dakenebuki tasi ro cavsvet sheucvale kamsnda da iqneb rotacism gaaamartols mara chobania peresma gadaakola bernabeus kvelsperi ro vigebt am sastavit kide mikirs

5

3 აპრილი 2023 02:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 246
ციტატა: ZIDANE..5
მილანი ლიგაზეც არწყევიებს ნაპოლის მგონია ძაან

Live milani karlos dros mogebuli qondat vitom 3_0

ციტატა: ZIDANE..5
მილანი ლიგაზეც არწყევიებს ნაპოლის მგონია ძაან

Da ra miveget benitesi iko kvelas gvaxsovs daqambeqeba bevri maxsovs manchesters kide te hagic vegar shvels ai zmao arsenali gvardiolam gamozarda sitisishi da ager igebs ukve premiel lifas mevaseba mevaseboda premiel liga burti ar cherdeba midi modi 20 adgilisani da 19 ro ukuro burts ar gaachereben italia aris vaoshe ar ukurevdi arc kaladze ro iko milsnshi premil liga mikvarda

Chema zma mitra gaudebs milanio

Ligaze da gava milanio

6

3 აპრილი 2023 07:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
როგორც ჩვენ გავპაზორდით შარშან ბარსასთან ასე დაემართა ნაპოლისაც

7

3 აპრილი 2023 16:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: kontaqti
როგორც ჩვენ გავპაზორდით შარშან ბარსასთან ასე დაემართა ნაპოლისაც

ბაზარი არაააა უბრალოდ გადაყლაპა მილანმა ნაპოლი ყველანაირად სეზონის მატჩი დადესსსს ❤❤❤❤❤❤❤❤

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)