როდრიგო:„კატალონიაში მოსაგებად მივდივართ“
როდრიგო გოეშმა „ვალიადოლიდთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ძალიან ბედნიერი ვარ. დროა ამ ხაზით სიარული გავაგრძელოთ. გუნდმა პირველი 10 წუთი ქაოსში გაატარა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მოაწესრიგა და შედეგიც სახეზეა.“
„10-იანზე ვითამაშე, შემდეგ კი ფლანგზე გადავინაცვლე. ამ მატჩში რამდენიმე პოზიციაზე მოვსინჯე ძალები.“
„ვერ ვიტყვი, რომ ეს დაპირისპირება ჩემს მადრიდულ კარიერაში საუკეთესოა, თუმცა გამორჩეული ნამდვილად არის.“
„ყოველთვის მირჩევნია 10-იანზე თამაში, მაგრამ თამაშის სპეციფიკა გააჩნია, ხანდახან ფლანგიდანაც ეფექტური ვარ.“
„მუხლის პრობლემა ნაკრებშიც მქონდა. ვეცდები, „ბარსელონასთან“ დაპირისპირებისთვის სრულფასოვნად მოვემზადო. ჩვენ კატალონიაში მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს და „ნოუ კამპზე“ სწორედ ამისთვის მივდივართ.“
- 2 აპრილი 2023
- 606
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.