ანჩელოტი:„ჩემს ირგვლივ ბევრი ჭორი ვრცელდება“
კარლო ანჩელოტიმ „ვალიადოლიდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი კარგად მოემზადა და „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებაში მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. მივიჩნევ, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ რამდენიმე ნაყოფიერი დღე გვქონდა მოსამზადებლად.“
„ის, რომ „ბარსელონა“ სამეფო თასის ნახეარფინალის მეორე დაპირისპირებას უფრო დასვენებული შეხვდება, ვიდრე „რეალი“, არაფერს ცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კატალონიური ბარიერის დასაძლევად და ფინალში გასასვლელად.“
„რეალობა ძალიან მარტივია. „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი მაქვს, რომელიც ჩემს ესპანეთის დედაქალაქში დარჩენას კიდევ 1 წელიწადზე მეტი ხნით ითვალისწინებს. მსურს აქ დარჩენა და მუშაობა, თუ გულშემატკივრები და პრეზიდენტი ამის საშუალებას მომცემენ, მადლობელი ვიქნები. სიმშვიდეს ვინარჩუნებ და მსურს, რომ პრესაში გავრცელებული ჭორები გუნდისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს.“
„ბრაზილიელებს დიდ პატივს ვცემ და მათი მხრიდანაც ანალოგიურს ვგრძნობ, თუმცა უნდა გავიმეორო, რომ „რეალთან“ მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს.“
„„რეალის“ შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დასრულება? ამაზე ახლა ვერ ვფიქრობ, ვნახოთ რა მოხდება მომავალში.“
„ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტები ეწურებათ სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ჩვენ მხოლოდ „ვალიადოლიდზე“, „ბარსელონაზე“, „ჩელსისა“ და სხვა გამოწვევებზე ვფიქრობთ. ყველა მოთამაშე ფეხბურთის თამაშზეა ორიენტირებული. კონტრაქტების გახანგრძლივების დროც მალე მოვა.“
„თუ „ელ კლასიკოს“ წავაგებთ, ჩვენი შედეგები კიდევ უფრო უარყოფითად შეფასდება. თანამდებობის დატოვება? ამაზე არც ახლა ვფიქრობ და არც შემდეგ ვიფიქრებ. ყველაფერს სეზონის ბოლოს ვნახავთ.“
„ვინისიუს ტობიასთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს გეტყვით. ბრაზილიელი მოთამაშე პროგრესირებს და კასტილიელთა ლიდერად ითვლება.“
„ბუნებრივია, რომ ვინისიუს ჟუნიორი საზოგადოების მხრიდან პატივისცემას ითხოვს.“
„მენდის უიღბლო სეზონი აქვს, ფრანგი სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ კიდევ ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება.“
„ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ვიცნობ, თუ მას ჩემთან საუბარი სურს, რა თქმა უნდა გავესაბრები.“
- 1 აპრილი 2023
- 2 078
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.