ვალდანო:„ფლორენტინო პერესს დღემდე ბაძავენ“
ხორხე ვალდანომ ფლორენტინო პერესის პოლიტიკაზე, მის ცვლილებასა და გარდამავალ ეტაპზე ისაუბრა...
„ის, რაც ფლორენტინო პერესმა 20 წლის წინ გააკეთა, დღემდე ბევრი გუნდისთვის მისაბაძია. „გალაქტიკო“, რომელიც მაშინ შეიქმნა და მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იყო, ბევრი ბიზნესმენისთვის მისაბაძი და სამაგალითო გახდა.“
„მაშინ არ არსებობდა კომუნიკაციის ბევრი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი, სხვა შემთხვევაში, „ბლანკოსის“ შემადგენლობა კიდევ უფრო მეტი პოპულარობით ისარგებლებდა.“
„ერთ ეტაპზე გუნდში რონალდო, რაული, ფიგუ, ბექჰემი, ზიდანი და რობერტო კარლოსი ერთად თამაშობდნენ და ამით ნამდვილად ყველაფერია ნათქვამი.“
„ფლორენტინო პერესის პროექტმა ბევრი ასპექტეში ვერ გაამართლა, მაგრამ „გალაქტიკომ“ შექმნა პრეცენდენტი, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია ჰქონდა და „რეალის“ ეკონომიკაზეც დადებითად იმოქმედა.“
„„რეალი“ პრეზიდენტმა მმართველობის მეორე ეტაპიც ხმაურიანი ტრანსფერებით დაიწყო, მაგრამ ეტაპობრივად ბევრი რამ შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა.“
„დღეს „რეალი“ აღარ არის გუნდი, რომელიც ტრანსფერებში ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს. დღეს სამეფო კლუბის აღზრდილად ითვლებიან ვინისიუსი, როდრიგო, ასენსიო, ფედერიკო ვალვერდე და სხვა ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც კოლექტივში ამინდს ქმნიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
„დიახ, ჩვენ ვართ ეპოქაში, სადაც „ბლანკოსის“ მიერ 40 და 50 მილიონად შეძენილი ფეხბურთელების ფასი 150 მილიონ ევროს გასცდა.“
- 1 აპრილი 2023
- 910
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.