AS - 2024 წელს მბაპეს „რეალში“ გადასვლას ხელს ვერაფერი შეუშლის!
„ას“-ის ინფორმაციით, მბაპესა და „პსჟ“-ს შორის ყველაფერი გარკვეულია. ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზელებს აცნობა, რომ კლუბის დატოვება მომდევნო ზაფხულსაც სურს, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, ის გუნდს 1 წელიწადში, ანუ 2024 წელს დატოვებს...
ახალი კონტრაქტი, რომელიც პარიზულმა გრანდმა ლოტინს შესთავაზა დაბლოკილია. მბაპეს სამშობლოში დარჩენა არავითარი თანხის სანაცვლოდ აღარ სურს, მისი მიზანი მადრიდის „რეალში“ გადასვლაა და ამას აუცილებლად გააკეთებს.
თავის მხრივ, აღნიშნული ინფორმაცია კარგად იცის „რეალმა“, რომელიც მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ როგორც კი დარწმუნდება, რომ კილიანი „პსჟ“-ს ემშვიდობება, ძალებს აამოქმედებს.
პერესი გარისკვას აღარ აპირებს და შემხვედრ ნაბიჯებს სწორედ ფეხბურთელისგან ელის.
„ას“-ის ცნობით, 2024 წლის ზაფხულში მბაპეს „ბლანკოსში“ გადასვლას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.
- 1 აპრილი 2023
- 640
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.