კიდევ ერთი ვარჯიში ბაზაზე, ლუკა დაბრუნდა!
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ვალიადოლიდთან“ მატჩისთვის კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს...
აღსანიშნავია, რომ სესიებს დაუბრუნდა ლუკა მოდრიჩიც, რომელიც ხორვატიის ნაკრებთან ერთად იყო და საკმაოდ დიდი დატვირთვაც მიიღო. სრულფასოვნად ვარჯიშობს დავიდ ალაბა, რომელმაც ტრავმა წარსულს ჩააბარა და 100%-ით მზად არის.
კოლექტივთან ერთად მწვრთნელის დარიგებები მიიღო დანი კარვახალმაც. ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს, სტანდარტებს, პრესინგს და კარში დარტყმის კომპონენტს.
ხვალ და ზეგ „მერენგები“ კიდევ 2 სესიას გამართავენ, კვირას კი „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მოუწევთ უძლიერესის ვინაობის გარკვევა.
- 30 მარტი 2023
- 392
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.