ბელინგემის მომავალი 2 კვირაში უნდა გაირკვეს
არსებული ცნობებით, ჯუდ ბელინგემის წარმომადგენლობა 2 კვირაში „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობას შეხვდება...
ამ ეტაპზე ჯუდის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „რეალი“, „ლივერპული“ და მანჩესტერ „სიტი“ იჩენენ.
ბორუსიელებმა იციან, რომ სეზონის ბოლოს ინგლისელ ლიდერს უნდა შეელიონ, თუმცა ფეხბურთელის მხრიდან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშის გაწევას ითხოვენ.
დიდი ალბათობით 2 კვირაში ცნობილი გახდება, რომელ გუნდზე აჩერებს არჩევანს ბელინგემი, მადრიდის „რეალი“ კი წინადადებას არ ცვლის.
პერესი მზად არის, გერმანულ მხარეს 125 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი 6 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სადაც მისი ანაზღაურება საკმაოდ მიმზიდველი იქნება.
- 30 მარტი 2023
- 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.