კვირის მეორე სესია წარმატებით დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა კვირის მეორე ვარჯიში გამართეს. გუნდი „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება...
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სრულფასოვანი დატვირთვით ემზადებოდა ტიბო კურტუა, რომელიც ჯერ მეკარეთა მწვრთნელთან ერთად იყო, შემდეგ კი გუნდს შეუერთდა.
გუნდში დაბრუნდნენ ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში, ედერ მილიტაო, ორელიან ჩუამენი, ედუარდო კამავინგა და დავიდ ალაბა, რომლებმაც სამწვრთნელო შტაბის ყველა დავალება შეასრულეს.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, პრესინგს, ტაქტიკურ მონახაზებს და სტანდარტულებს.
ხვალიდან კოლექტივი სრული შემადგენლობით ვარჯიშს დაიწყებს
- 29 მარტი 2023
- 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.