გუნდს 4 ფეხბურთელი დატოვებს
ამ დროისთვის მადრიდის "რეალში" 26 ფეხბურთელია, გუნდი მინიმუმ ერთმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს, მაგრამ მადრიდელები აცხადებენ, რომ "სამეფო კლუბს" 4 ფეხბურთელი დატოვებს...
"რეალს" მოუწევს გუნდიდან ნახევარმცველები გაათავისუფლოს, რადგან ამ პოზიციაზე გუნდს ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც მოურინიოსთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ არიან. ლასანა დიარა, მაჰამადუ დიარა, რაფაელ ვან დერ ვაარტი და ფერნანდო გაგო. ეს ფეხბურთელები გუნდის დატოვების კანდიდატები არიან. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ბაზარი 31 აგვისტოს დაიხურება.
გუნდიდან გაშვებას როისტონ დრენტესაც უპირებდნენ, მაგრამ "ბლანკოსს" დაცვაში სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან 3 მადრიდელ მცველს ტრავმა აწუხებს, ასე რომ დრენტეს გუნდიდან წასვლა გამოირიცხა.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 19 აგვისტო 2010
- 1 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.