„რეალის“ რადარზე კონტეც გამოჩნდება
„ტოტენჰემმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანტონიო კონტესთან ურთიერთობას წყვეტს...
იტალიელი სპეციალისტი კვლავ უმუშევარია. მადრიდის „რეალი“ სულ რაღაც 1 კვირის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ „ბაზარზე“ ამდენი ვარიანტის განხილვა შეეძლებოდა, მაგრამ ახლა არჩევანისთვის მრავალფეროვნება მართლაც შესამჩნევია.
კონტე ფლორენტინო პერესის რადარზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, რომ როდესაც სამეფო კლუბმა ხულიენ ლოპეტეგი გაათავისუფლა და ახალ მწვრთნელზე ფიქრობდა.
ამის შემდეგ იყო სოლარის დანიშვნა და გათავისუფლებაც, რასაც საბოლოო ჯამში ზინედინ ზიდანისთვის მეორე შანსის მიცემა მოჰყვა.
სანამ „ბლანკოსში“ ანჩელოტის დანიშნავდნენ, კონტე კვლავ განიხილებოდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, ახლა კი როგორც ჩანს, ისტორია კვლავ მეორდება.
ანტონიო ლონდონში აღარ მუშაობს და ახალი სამსახურის ძიებაშია, „რეალი“ კი ანჩელოტის შემცვლელს დიდი ყურადღებით დაეძებს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, „რეალის“ ოფისებში კონტესთან დაკავშირებით საუბარი აუცილებლად შედგება.
- 27 მარტი 2023
- 483
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.