„ატლეტიკომ“ „რეალის“ ფეხბურთელს ოფიციალური კონტრაქტი შესთავაზა
მადრიდული გამოცემების ცნობით, „ატლეტიკო“ სამეფო კლუბის ფეხბურთელთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს...
ჩოლო სიმეონეს გუნდი მზად არის, დანი სებალიოსს 4 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს. „როხიბლანკოში“ დარწმუნებულნი არიან, რომ სება მათი გუნდის რიგებში გაიბრწყინებს.
ენრიკე სერეზოს მიაჩნია, რომ სებალიოსი მარკოს ლორენტეს სცენარის გამეორებას შეძლებს, რომელიც „რეალში“ საერთოდ ვერ თამაშობდა, „ვანდამეტროპოლიტანოზე“ კი ნდობით მაღალი მანდატი მიიღოს და გუნდის უდავო ლიდერიც გახდა.
სამეფო კლუბს სებალიოსისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია, მოქმედ შეთანხმებას კი ვადა 3 თვეში ეწურება.
- 27 მარტი 2023
- 1 137
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.