ბრაზილიაში უკვე აღარ მალავენ ანჩელოტისადმი ინტერესს
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი უკვე აღარ მალავს ინტერესს კარლო ანჩელოტის მიმართ.
„ანჩელოტის პატივს სცემს არა მხოლოდ რონალდო ან ვინისიუსი, არამედ ყველა, ვისაც მის დაქვემდებარებაში უთამაშია.“
„გულწრფელად გეტყვით, აღფრთოვანებული ვარ ანჩელოტის პატიოსნებითა და სტაბილურობით, რომელსაც ის საქმეში ავლენს.“
„რა თქმა უნდა, კარლო არ საჭიროებს წარდგენას - ჩვენ ვსაუბრობთ ტოპ მწვრთნელზე. მას ზურგს ბევრი დამსახურება უმაგრებს და იმედია, სამომავლოდაც ასე იქნება.“
„იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელების პარალელურად გულშემატკივრების ფავორიტიცაა. ბრაზილიის რომელ სტადიონზეც არ უნდა ვიყო, ყველგან მის შესახებ მეკითხებიან. ისინი მეტად თბილად მოიხსენიებენ მას.
„მოდით, გვჯეროდეს ღმერთის და დაველოდოთ შესაბამისს მომენტს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ანჩელოტის გადმობირებას. არსებული მომენტისათვის კვლავ დამრიგებლის გარეშე გვიწევს ასპარეზობა.“
„რა თქმა უნდა, ეთიკურები ვიქნებით და მწვრთნელების მოქმედი კონტაქტებისადმი პატივისცემას გამოვხატავთ.“
- 26 მარტი 2023
- 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.